Friday, March 3, 2017

პოლიქრონია

მძიმე თემები არ ილევა საქართველოში, პრინციპში არც მსოფლიოში.
საინფორმაციო სივრცე იმდენად შეუზღუდავია, გინდა თუ არა,
უარყოფითი მოვლენების ეპიცენტრში ვართ. .. სმარტ ფონებმა
ამის თავიდან აცილების ალბათობა თითქმის გამორიცხა.
ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, პრაგმატულად შევხედო
სიტუაციას, გავაანალიზო და შევადარო წარსულს,
სხვა ქვეყნების გამოცდილებას.

ფეისბუქზე აზრის გამოთქმა/დაწერა ცუდი არაა, მაგრამ ძალიან
 ბევრ დროს მოითხოვს, რადგანაც შედიხარ დისკუსიაში და
ისე გაფრინდება რამდენიმე საათი კომენტარების კომენტირებაში,
რომ საქმე კი არა ჩაცმა-დახურვა დაგრჩება უკან...

ერი მუდმივად აღელვებულია! დღეს რუსთავი 2- წარმთევა,
სასამართლოს დამონება, შპს საქართველოს შექმნა, სსრკ-
დაბრუნება და ათასი მტკივნეული გზავნილი მჭრის თვალს...
ერთი რამ მიკვირს, როგორ ახერხებენ ადამიანები ყოველგვარი
მიმოხილვის მიღმა ასეთი რადიკალური დასკვნების გაკეთებას?
ამ საქმეზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცნობ საქმის მასალებს.

არ წამიკითხავს სარჩელი, არ წამიკითხავს არც ერთი ინსტანციის 
სასამართლოს განაჩენი
თუმცა, იმ საყოველთაო ისტერიკიდან რაც ამ საქმის ირგვლივაა შექმნილი
ძნელია სიმართლე გაარკვიო და მითუმეტეს რომელიმე მხარეს მიემხრო.





















ვცდილობ თავი წარმოვიდგინო მოსამართლის ადგილას. სასამართლო სხდომა
რამდენს წარმოგიდგენიათ როგორია? რა წესები და სამართლებრივი
პორცედურებია ვიცით? რა უნდა ქნას მოსამართლემ თუ საქმის მასალებს და
წინა ორი ინსტანციის სასამართლო გადაყვეტილებების შეფასებას იმ დასკვნამდე
მიჰყავს სადამდეც უზენაესი სასამართლო მივიდა გუშინ?

ვერც ერთი მოსამართლე ვერ მიიღებს კანონის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას
იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინაგანი რწმენა სხვა რამეს კარნახობს... რატომ? იმიტომ,
რომ ეს იქნება კარგად გამოცდილი და დამკვიდრებული სტანდარტების
წინააღმდეგ წასვლა, ეს იქნება ცუდი პრეცედენტი იმისა, რომ მოსამართლე,
თავისი შეხედულებისამებრ და არა მის წინაშე არსებული
სამართლებრივი დოკუმენტების, ფაქტების, მოწმეების ჩვენების
უგულებელყოფით მიიღებს გადაწყვეტილებას. არ ვისურვებდი გუშინდელი
კოლეგიის წევრობას...
რას ვიზამდი რუსთავი 2-ის ჟურნალისტი რომ ვიყო? შევეცდებოდი სიმშვიდის შენარჩუნებას, დაველოდებოდი სასამართლოს გადაწყვეტილებას.
დაველოდები ახალ მმართველს/მეპატრონეს. შევინარჩუნებდი ობიექტურობას, გავარგძელებდი საქმიანობას კეთილსინდისიერად. არ ავყვებოდი პოპულისტურ თუ როგორც ფუკუაიამამ მასწავლა ორიოდე დღის წინ “ანტი ისტაბლიშმენტურ” მოსაზრებებს. თუ სამაუწყებლო არხის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლებოდა მაშინ დავიწყებდი უკომპრომისო ბრძოლას, ჩემს კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად.

















თუ რუსთავი 2 -ის ჟურნალისტები ასე მოიქცეოდნენ, აუცილებლად დავდგებოდი
მათ გვერდით, დავიჯერებდი, რომ ისინი ებრძვიან უსამართლობას, დიქტატურას, მონოპოლიას, ოლიგარქიას და ერთპიროვნულ მმართველობას ქვეყანაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიჯერებდი, რომ ვინმე გულწრფელად დგას სიტყვის, გამოხატვის და თავისუფლების სადარაჯოზე ამ ქვეყანაში...
თუმცა, ვაცნობიერებ იმასაც, რომ ამ ღირებულებების მიღმა დგას ოჯახები, სამსახური, კარიერა, კრედიტები, ფინანსური ვალდებულებები, ასევე უპერსპექტივობა... ძნელია განსაჯო, ძნელია მათ ადგილას წარმოიდგინო თავი...
ერთი კი ზუსტად ვიცი. თუ ემოციების კონტროლს არ ვისწავლით, თუ
სიღრმისეულად არ გავაანალიზებთ ჩვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს,
დავრჩებით გაბრიყვებულ, განერვიულებულ ბრბოდ....
დღეს მივხვდი, რომ დავიღალე... ბევრჯერ მითქვამს ეს, დაუსრულებელია ბრძოლა განვითარებისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის... მაგრამ შესაძლებელია!
მაინც მჯერა, რომ ჩვენი შვილები უკეთეს საზოგადობაში იცხოვრობენ ვიდრე ჩვენ....