15 წუთი ლივერპულში
ავტობუსით მგზავრობას თავისი ხიბლი აქვს . თანაც , თუ ავტობუსი ორსართულიანია , ბავშვივით მიხარია და სწრაფად ავრბივარ მეორე სართულზე , რომ არავინ დამასწროს წინა სავარძელზე მოკალათება . შოტლანდიიდან ინგლისში მივემგზავრები . მეგობრები უნდა მოვინახულო , თან პატარა საქმეც გავაკეთო . უცებ , ნაცნობ სახეებს ვხედავ , ერთი ირანელი და მეორე უკრაინელი სტუდენტია . გლაზგოს უნიში სწავლობენ . გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა . რა პატარაა მსოფლიო . მოკლე დიალოგის მერე წიგნის კითხვა დავიწყე . ამ წიგნზე ცალკე მოვყვები , განსაკუთრებულია და იმიტომ . 4 საათში ლივერპულში შევედით . სანამ ახალი მგზავრებით აივსებოდა ავტობუსი , ჩამოვხტი და რამდენიმე ფოტო გადავიღე . ლივერპულის ჰაერიც ჩავისუნთქე . კმაყოფილი დავუბრუნდი ჩემს სავარძელს და ვფიქრობ , ის 4 ბიჭიც ამ ჰაერს სუნთქავდა , მსოფლიო რომ შეცვალეს . საოცარი შეგრძნებაა . მგონია , რომ საცაა ოთხივე ერთად გამოივლის , გრძელი თმებით , ' შლაქსებში , როლინგებში და პი...