Posts

Showing posts from March, 2017

პოლიქრონია

Image
მძიმე თემები არ ილევა საქართველოში , პრინციპში არც მსოფლიოში . საინფორმაციო სივრცე იმდენად შეუზღუდავია , გინდა თუ არა , უარყოფითი მოვლენების ეპიცენტრში ვართ . ე . წ . სმარტ ფონებმა ამის თავიდან აცილების ალბათობა თითქმის   გამორიცხა . ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო , პრაგმატულად შევხედო სიტუაციას , გავაანალიზო და შევადარო წარსულს , სხვა ქვეყნების გამოცდილებას . ფეისბუქზე აზრის გამოთქმა / დაწერა ცუდი არაა , მაგრამ ძალიან   ბევრ დროს მოითხოვს , რადგანაც შედიხარ დისკუსიაში და ისე გაფრინდება რამდენიმე საათი კომენტარების კომენტირებაში , რომ საქმე კი არა ჩაცმა - დახურვა დაგრჩება უკან ... ერი მუდმივად აღელვებულია ! დღეს რუსთავი 2- ს წარმთევა , სასამართლოს დამონება , შპს საქართველოს შექმნა , სსრკ - ს დაბრუნება და ათასი მტკივნეული გზავნილი მჭრის თვალს ... ერთი რამ მიკვირს , როგორ ახერხებენ ადამიანები ყოველგვარი მიმოხილვის მიღმა ასეთი რადიკალური დასკვნების გაკეთებას ? ამ საქმ...