Posts

Showing posts from July, 2022

თბილისი პრაიდი

Image
  ივნისის ბოლოს, რეგიონულ  ლგბტქ  კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით სიხარულით გავიარე ვერიფიკაცია. წესით, კონფერენციებზე ვერიფიკაცია არ მოითხოვება, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე ორგანიზატორებმა უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს. ორგანიზატორები კი-თბილისი პრაიდი, საუკეთესო ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდია, რომელიც უფრთხილდება თემის რეპუტაციას, ზრუნავს უსაფრთხოებასა და ლგბტქ ადამიანების უფლებების მაქსიმალურ დაცვაზე და უამრავი დაბრკოლების მიუხედავად მაინც ჩაატარეს პრაიდის კვირეული, რომელიც განვითარებული მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმართება და არა თუ კვირა, არამედ მთელი თვე ეთმობა. კონფერენცია მაღალი დონის იყო და ესწრებოდნენ ელჩები ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, იაპონიის და ბევრი სხვა ქვეყნიდან. დიპლომატიური პროტოკოლის გათვალისწინებით, ამერიკის და ბრიტანეთის ელჩებმა, ისეთი ემოციური სიტყვით მოგვმართეს, რომ ცრემლები ძლივს შევიკავე.  თუმცა, გრძნობების მოზღვავებულ ნაკადს ხელი აღარ შევუშალე როცა კონფერენცია მუსიკალური ჩანართით გამრავალფეროვნდა და სახ...