Posts

Showing posts from December, 2021

ოსლოს დაიჰმანის ბიბლიოთეკა

Image
გქონიათ შანსი საჯარო ბიბლიოთეკაში ელექტრო პიანინოზე დაგეკრათ ?  მე აქამდე არასდროს გამიკეთებია ეს და იცით რატომ ? უბრალო მიზეზი ა , მუსიკალური კუთხე საქართველოს არცერთ ბიბლიოთეკაში არსებობს . სიმართლე გითხრათ, არც სხვა რომელიმე ქვეყანაში მინახავს თანამედროვე ბიბლიოთეკა, სადაც პიანინოზე, დრამზე ან გიტარაზე დაკვრა შემეძლებოდა. არ ვგულისმხობ საექსპონანტო როიაილებს, რომლებიც სპეციალური ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი და მხოლოდ გამორჩეულ პიანისტებს შეუძლიათ მათთან მიახლოება და დაკვრა. ვგულისხმობ დაიჰმანის ახალ საჯარო ბიბლიოთეკას, რომელიც ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოშია განთავსებული ცენტრალურ ადგილას. ის 1985 წელს დაარსდა, 22 ადგილობრივ ბიბლიოთეკას მოიცავს და ნორვეგიაში ყველაზე ძველი და დიდი საჯარო ბიბლიოთეკების ქსელს წარმოადგენს. 2020 წლის ივნისში დაიჰმანის ბიბლიოთეკა ახალ აშენებულ, თანამედროვე შენობაში გადავიდა და ეს არის ადგილი, რომელიც არაფრით უნდა გამოტოვოთ თუ კი ოსლოს ესტუმრებით.                        ...

მე და ჩემი ბიჭი მეგობრები!

Image
ერთი ძალიან ძველი მეგობარი მყავს, ლაშა რომელსაც არაჩვეულებრივი მეუღლე თიკო ჰყავს გვერდით და რაც თავი მახსოვს, სულ ელოდება ჩემგან ისტორიას, როგორ ვმეგობრობდი სრულიად გამორჩეულ და გადარეულ ბიჭებთან. ვინც წერთ, კი მოგეხსენებათ, რომ წერას მუზა სჭირდება და ეს მუზა კიდევ, დიდი პრეტენზიული ვინმეა. მოვა, დამხედავს, თავს გადააქნევს, ნწ, ნწ, არ ხარ ფორმაში-იტყვის და დამტოვებს... ჰო და დღეს მომაკითხა, აშკარად მოვეწონე და ბებიას შვილიშვილი რომ მიუცუცქდება ზღაპრის მოსასმენად, ისე ჩამომიჯდა დივანზე და დიდი, ბრიალა თვალებით შემომცქერის. თითქოს სიტყვასიტყვით უნდა ამომათქმევინოს ის განცდა, სიყვარული და მოგონებები, რომელიც ჩემს მეგობრობას უკავშირდება საპირისპირო სქესთან. ბიჭებთან მეგობრობა საინტერესოა, დაბრკოლებებით სავსე და ზღვარზე სიარულს ჰგავს. თუმცა, ამაზე მოზარდობისას არასდროს მიფიქრია. თინეიჯერობაში მეგობრობა ხომ დაუძალებლად მოდის. მხოლოდ საერთო ინტერესების, მისწრაფებების და თუნდაც მუსიკალური გემოვნების გამო შეიძლება ემეგობრო ადამიანს. ასეთი ურთიერთობები უძვირფასესია, რადგან არანაირ მერკანტი...