ცოტა რამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ
ივლისის თვეში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "საფარი" საზაფხულო ონლაინ სკოლაში მიღება გამოაცხადა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების შესასწავლად. ბუნებრივია დავინტერესდი, დავწერე სამოტივაციო წერილი და CV-სთან ერთად გავგზავნე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ძალიან გამიხარდა, როცა დასტურის წერილი მივიღე პასუხად და პირველ სექტემბერს დავიწყე სწავლა ზუმის პლატფორმის მეშვეობით. ბევრი ჭკვიანი და საინტერესო საქმეს შეჭიდებული ქალი გავიცანი. ტრენერი კი, დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ავსტრიელი პროფესორი ელიზაბეტ კლაცერი გახლდათ, რომელიც ჩართული იყო აქტივიზმში, ლობირებასა და სწავლებაში ქალთა ეკონომიკური უფლებების გასაუმჯობესებლად. ელიზაბეტი, ცოდნის გაზიარებესთან ერთად გვაძლევდა მოტივაციას და გვაჩვენებდა საუკეთესო პრაქტიკებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუ როგორ შეცვალეს ქალებმა ან ზოგჯერ ერთმა ქალმა რეალობა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ონლაინ დისკუსიები ისე მიყავდა, რომ ახლებური პერსპექტივიდან დაგვენახა ისეთი საკითხები როგორიცაა: გენდერული ბ...