Posts

Showing posts from November, 2017

კვაწარახიანი ლობიო

Image
როგორც ჭეშმარიტი გურმანი საჭმლის მომზადების პროცესს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.   მაგრამ ამისათვის აუცილებლად მჭირდება განწყობა და თქვენ წარმოიდგინეთ მოტივაციაც კი. როცა დედაჩემი წაიკითხავს ამ ტექსტს, გაიფიქრებს ნეტა ოდესმე თუ მითქვამს ასეთი რამეო და აუცილებლად მკითხავს საიდან ისწავლე შვილო ამდენი უცნაურობებიო. მაგრამ დედას ვეტყვი, რომ ახლა სულ სხვა დროა, თანამედროვე ქალები ძალიან დაკავებულები ვართ იმისათვის, რომ კერძების მომზადებაზე ვიფიქროთ. ასევე, სიამაყით ავღნიშნავ, რომ ჩემი ქმარი შესანიშნავ საჭმელებს აკეთებს და ნაკლებად მიწევს ამ საკითხზე ზრუნვა თქო. დღევანდელ თბილისში ოჯახური სამზარეულოების და მზა კერძების არჩევანი მართლაც დიდია. ბიზნესი სწრაფად მიხვდა, რომ ქალაქელი ქალები ზარმაცები კი არა უბრალოდ ძალიან დაღლილები ბრუნდებიან სახლებში და თუ ოჯახურად მომზადებულ გემრიელ (ზოგჯერ უგემურ) საკვებს შესთავაზებენ მომხმარებელს თანხის გადახდა (რომელიც ქალაქში მხცოვრებს უფრო მეტი აქვს ვიდრე სოფლად მყოფს) არ უჭირს. თანაც მზა კერძის შეძენით დიდწილად გადაჭრილია კვების,  რუტინის და ოჯ...