Posts

Showing posts from April, 2017

შაბათი

Image
კვირის დღეებიდან შაბათი განსაკუთრებულად მიყვარს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ წინა დღე პარასკევია, ესე იგი სამუშაო კვირის დასასრული და შესაბამისად, დროში შეუზღუდავი გართობის საღამო, დილით გამოძინების და ლოგინში ყავის დალევის პერსპექტივით.  ამასთანავე, ადამიანების უმრავლესობა შაბათობით ისვენებს და შანსები იმისა, რომ მეგობრები ნახო, ესტუმრო ან გესტუმრონ იზრდება. თანაც, მომდევნო დღე ხომ კვირაა!  ჰო და დღევანდელი შაბათი, სწორედ ისეთი შაბათი გამოვიდა, როგორიც მას შეეფერება.          პარასკევი საღამო თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სახლურ კაფეში "მოზაიკა" გავატარეთ და იმდენი ვიცინეთ, შაბათი დილა სწორედ სიცილისგან ატკიებულმა ლოყებმა შემახსენა.   ჩემი სიყვარული შაბათისადმი კიდევ უფრო მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ლუკინო გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ახლა, როცა ისიც კვირაში 5 დღე ბაღში დადის, უქმეების ერთად გატარება ყველაზე მნიშვნელოვანია. თბილისში, შაბათის დაგეგმვა ისე, რომ ბავშვი გაერთოს და თან სუფთა ჰაერიც ისუნთქოს თითქმის შეუძლებელია. არ არსებობს ისეთი პარკი, სად...

სიმეგობრობიზმადობიზაცია

Image
ალბათ, ყველა ადამიანს სჭირდება შთაგონება! რისთვის? გამოსაფხიზლებლად, გონზე მოსასვლელად, გადადებული საქმეების გასაკეთებლად, ლექსების დასაწერად, ან უბრალოდ იმისთვის, რომ აღმოაჩინოს საკუთარი თავი, ხელახლა.... დღეს დილიდან მუსიკას ვუსმენ, ნაირნაირს, აკუსტიკურს, სტუდიურ ჩანაწერს, ცოცხლად შესრულებულს და ვფიქრობ, რა არის ჩემთვის შთაგონების წყარო? ადამიანები, ურთიერთობები, ის გრძნობები, რომლებსაც მიმოვცვლით ერთმანეთში.... რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ ძალიან ძველი, უძველესი მეგობრები. ეს იყო ნამდვილი სიმეგობრობიზმადობიზაცია💜💛💚💙 იცით რას ნიშნავს ეს სიტყვა? ლაშამ გამოიგონა და წარმოსათქმელად სულაც არაა იოლი!  თუმცა, ეს არცაა ამ სიტყვის დანიშნულება. სიმეგობრობიზმადობიზაცია უნდა შეიგრძნო და ჩვენ, უხსოვარი დროიდან დამეგობრებულებმა, იმ საღამოს  ვიგრძენით მისი ძალა და მადლი.  ბევრი ვიცინეთ, ცოტა ვიღლაბუცეთ, ზოგმა დავლიეთ, რამდენიმე ფხიზელი გონებით უთვალთვალებდა განვლილ 15, 19, თუ 23 წელს... როგორ გავზრდილვართ, დავჭკვიანებულვართ,დავოჯახებულვართ, დავსახლებულვართ მ...

მეხსიერება ფოტოებით

Image
ფოტოების დათვალიერება ძალიან მიყვარს, მითუმეტეს ახლა, ციფრულ ერაში..შეხვალ გალერეაში და თითის ერთი მოსმით ათვალიერებ ხუთასს, შვიდასს ან უფრო მეტ სურათს... რომელიც არ მოგეწონება, ისევ ერთი თითის მოსმით წაშლი. დეტალებს თუ გინდა ჩაუღრმავდე კადრს მოაახლოვებ, უცქერ და არაჩვეულებრივს და საოცარს ვერაფერს აღმოაჩენ... არა და საოცრება არაა? წამებში მოგზაურობ სხვადასხვა ქვეყნებში, უამრავ ადამიანთან ერთად.  უი, ეს მიუნჰენში იყო, ეს ჰელსინკი, ის პარიზში, ამსტერდამი კი არა და ლეიდენია მგონი, ეს გლაზგოში არ იყო? თუ ედინბურგია? არა, ედინბურგს რა დამავიწყებს... თუმცა, ფოტოების დათვალიერება ერთგვაროვანი საქმე არ გახლავთ... თუ ამას ფეისბუქზე აკეთებ, ის უფრო ორგანიზებულად, წესების დაცვით გამოგზაურებს გაქვავებული წამების სამყაროში. მაგალითად, თუ ე.წ. პროფილის ფოტოებს ათვალიერებ, დიდი ალბათობით მხოლოდ საკუთარ თავს ხედავ გაშეშებულს სხვადასხვა პოზებში, დაკრეჭილს, სერიოზულს, ოდნავ სევდიანს, აი ისეთს, საინტერესოს რომ გხდის ანუ, არც იმდენი სევდა უნდა იყოს აღბეჭდილი შენ სახეზე, რომ ვინ...