Posts

Showing posts from 2018

პირდაპირობა VS პირფერობა

Image
ესე იგი, პირდაპირი, ენამწარე, ხისტი, არადიპლომატიური  და რა ვიცი კიდე რას არ უწოდებენ (გვიწოდებენ) ადამიანებს, რომლებსაც უყვართ (გვიყვარს) იმის თქმა/დაფიქსირება/აღიარება რაც არის!!!! პირადად მე, ბავშვობიდან გამოვირჩევი ენამახვილობით და ეს სულაც არაა ის თვისება, რომელიც პოპულარობისა და მასების სიყვარულის მოპოვებაში გეხმარება!  თუმცა, ნამდვილ, სხარტ, გონებამახვილ და კრიტიკის მოყვარულ ადამიანებთან დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა! მოვლენების აღქმა და გააზრება ინდივიდუალურია, მაგრამ ვერსად გავექცევით საუკუნეების მანძილზე დატესტილ და ფესგვადგმულ შაბლონებს, რომლებსაც უპირობოდ ვეთანხმებით.  ფილოსოფიურობა მახასიათებს, პროვოკაციურობაც. მიყვარს ტაბუდადებული თემების წამოწევა. გამოვირჩევი ისეთ თემებზე დისკუსიით, რომლებზეც თითქმის არავის უყვარს საუბარი და მითუმეტეს კამათი. არ ვერიდები სუბიექტურ შეფასებებს და უამრავი საიდუმლო ვიცი, რომელსაც მხოლო იმ შემთხვევაში გავთქვამ, თუ ფრჩხილებს დამაძრობენ (ახლახანს, ცხოვრებაში პირველად, რკინის კარში სალოკი თითი მოვიყოლე...

შეუწყნარებლობა, KayaKata და ბრაზიანები

Image
უცნაური ჩვევები ყველას გვაქვს და რაღა თქმა უნდა მეც! ბავშვობიდან ვიღვიძებდი მუდმივად ცუდ ხასიათზე. მთელი დილა უჟმური სახით დავდიოდი და გარშემო მყოფებს ვაფრთხობდი. მერე როცა მივხვდი, რომ ეს შეგრძნება აბსოლუტურად უსაფუძვლო და ყოვლად უსარგებლო იყო, დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა და ვცდილობდი, რომ "დაღრეჯილობა" გადამეზარდა სასიამოვნო განწყობაში. გამომივიდა, თუმცა საკმაოდ ბევრი დრო დამჭირდა უვარგისი ჩვევის დავიწყებისთვის.  ჰო და, რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი შეუწყნარებლობასთან?! ლეპტოპთან ვზივარ, უცებ Tbilisi Open Air/Altervision-ის ლაივი ირთვება, სადაც KayaKata დგას მთავარ სცენაზე. ვინც არ იცით ამ ჯგუფის თუ უფრო პროექტის შესახებ, გეტყვით, რომ ეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც თანამედროვე მუსიკის მეშვეობით გამოხატავენ შინაგან ემოციას, პროტესტს უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მრავლადაა ჩვენ ქვეყანაში. გვერდით უდგანან ნაცნობ თუ უცნობ დებს/ძმებს, რომლებიც სახელმწიფო მანქანის ბრჭყალებში აღმოჩნდებიან ნებსით თუ უნებლიეთ.  KayaKata-ს სოლისტი მაქსიმე მაჩაიძე, საქართვ...