ტელევიზორები და ბავშვები
ინოვაციები ჩემი სისუსტეა... მახალისებს გამოგონებები, ვგიჟდები ბავშვებზე, რომლებიც ჩხირკედელაობენ, მოგვიანებით კი ცვლიან მსოფლიოს. თუმცა, მუშაობის პროცესში დარწმუნებული ვარ ვერავინ აცნობიერებს ზეგავლენის მასშტაბებს, იმ სიკეთეებს და საფრთხეებს, რასაც მოსახლეობისთვის სიახლის შეთავაზება შეიცავს. ასე მაგალითად, ტელევიზორი. 1920-იან წლებში გამოჩნდა პირველი, შავ-თეთრი ყუთი, რომელმაც პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა და 1953 წელს უკვე ფერადიც გახდა. დღესდღეობით ტელევიზორი ყველაზე პოპულარული ნივთია და ძნელად თუ მოიპოვება სახლი, სადაც ის არ დგას. საქართველოში ტელევიზორის გარეშე ცხოვრება ადამიანების 98%-ს წარმოუდგენელი ჰგონია. ეს სტატისტიკა დათვლილი არაა და ჩემი დაკვირვებით მოვიყვანე, შესაძლოა ვცდებოდე. 2002 წლამდე იმ სახლშიც, სადაც მე ვიზრდებოდი ტელევიზორი სწორედაც ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი და მუდამ ჩართული ნივთი გახლდათ. შესაბამისად, მის ავკარგიანობაზე არასდროს დავფიქრებულვარ. როცა გერმანიაში პირველად გავემგზავრე 3 შვილიან ოჯახში საცხოვრებლად, აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორი ...