Posts

Showing posts from June, 2018

შეუწყნარებლობა, KayaKata და ბრაზიანები

Image
უცნაური ჩვევები ყველას გვაქვს და რაღა თქმა უნდა მეც! ბავშვობიდან ვიღვიძებდი მუდმივად ცუდ ხასიათზე. მთელი დილა უჟმური სახით დავდიოდი და გარშემო მყოფებს ვაფრთხობდი. მერე როცა მივხვდი, რომ ეს შეგრძნება აბსოლუტურად უსაფუძვლო და ყოვლად უსარგებლო იყო, დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა და ვცდილობდი, რომ "დაღრეჯილობა" გადამეზარდა სასიამოვნო განწყობაში. გამომივიდა, თუმცა საკმაოდ ბევრი დრო დამჭირდა უვარგისი ჩვევის დავიწყებისთვის.  ჰო და, რა შუაშია ახლა ეს ყველაფერი შეუწყნარებლობასთან?! ლეპტოპთან ვზივარ, უცებ Tbilisi Open Air/Altervision-ის ლაივი ირთვება, სადაც KayaKata დგას მთავარ სცენაზე. ვინც არ იცით ამ ჯგუფის თუ უფრო პროექტის შესახებ, გეტყვით, რომ ეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც თანამედროვე მუსიკის მეშვეობით გამოხატავენ შინაგან ემოციას, პროტესტს უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც მრავლადაა ჩვენ ქვეყანაში. გვერდით უდგანან ნაცნობ თუ უცნობ დებს/ძმებს, რომლებიც სახელმწიფო მანქანის ბრჭყალებში აღმოჩნდებიან ნებსით თუ უნებლიეთ.  KayaKata-ს სოლისტი მაქსიმე მაჩაიძე, საქართვ...