Posts

Showing posts from 2017

კვაწარახიანი ლობიო

Image
როგორც ჭეშმარიტი გურმანი საჭმლის მომზადების პროცესს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.   მაგრამ ამისათვის აუცილებლად მჭირდება განწყობა და თქვენ წარმოიდგინეთ მოტივაციაც კი. როცა დედაჩემი წაიკითხავს ამ ტექსტს, გაიფიქრებს ნეტა ოდესმე თუ მითქვამს ასეთი რამეო და აუცილებლად მკითხავს საიდან ისწავლე შვილო ამდენი უცნაურობებიო. მაგრამ დედას ვეტყვი, რომ ახლა სულ სხვა დროა, თანამედროვე ქალები ძალიან დაკავებულები ვართ იმისათვის, რომ კერძების მომზადებაზე ვიფიქროთ. ასევე, სიამაყით ავღნიშნავ, რომ ჩემი ქმარი შესანიშნავ საჭმელებს აკეთებს და ნაკლებად მიწევს ამ საკითხზე ზრუნვა თქო. დღევანდელ თბილისში ოჯახური სამზარეულოების და მზა კერძების არჩევანი მართლაც დიდია. ბიზნესი სწრაფად მიხვდა, რომ ქალაქელი ქალები ზარმაცები კი არა უბრალოდ ძალიან დაღლილები ბრუნდებიან სახლებში და თუ ოჯახურად მომზადებულ გემრიელ (ზოგჯერ უგემურ) საკვებს შესთავაზებენ მომხმარებელს თანხის გადახდა (რომელიც ქალაქში მხცოვრებს უფრო მეტი აქვს ვიდრე სოფლად მყოფს) არ უჭირს. თანაც მზა კერძის შეძენით დიდწილად გადაჭრილია კვების,  რუტინის და ოჯ...

ტელევიზორები და ბავშვები

Image
ინოვაციები ჩემი სისუსტეა... მახალისებს გამოგონებები, ვგიჟდები ბავშვებზე, რომლებიც ჩხირკედელაობენ, მოგვიანებით კი ცვლიან მსოფლიოს. თუმცა, მუშაობის პროცესში დარწმუნებული ვარ ვერავინ აცნობიერებს ზეგავლენის მასშტაბებს, იმ სიკეთეებს და საფრთხეებს, რასაც მოსახლეობისთვის სიახლის შეთავაზება შეიცავს. ასე მაგალითად, ტელევიზორი. 1920-იან წლებში გამოჩნდა პირველი, შავ-თეთრი ყუთი, რომელმაც პოპულარობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა და 1953 წელს უკვე ფერადიც გახდა. დღესდღეობით ტელევიზორი ყველაზე პოპულარული ნივთია და ძნელად თუ მოიპოვება სახლი, სადაც ის არ დგას. საქართველოში ტელევიზორის გარეშე ცხოვრება ადამიანების 98%-ს წარმოუდგენელი ჰგონია. ეს სტატისტიკა დათვლილი არაა და ჩემი დაკვირვებით მოვიყვანე, შესაძლოა ვცდებოდე. 2002 წლამდე იმ სახლშიც, სადაც მე ვიზრდებოდი ტელევიზორი სწორედაც ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი და მუდამ ჩართული ნივთი გახლდათ. შესაბამისად, მის ავკარგიანობაზე არასდროს დავფიქრებულვარ. როცა გერმანიაში პირველად გავემგზავრე 3 შვილიან ოჯახში საცხოვრებლად, აღმოვაჩინე, რომ ტელევიზორი ...

სარა და ტრომსოს ჯადოსნური ზამთარი

Image
სარა ჩემი ნორვეგიელი მეგობარია. 2009 წელს გავიცანი, როცა საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიას შემოუერთდა სასჯელაღსრულების სფეროს ექსპერტად. ამ ორგანიზაციაში 2006 წელს დავიწყე მუშაობა და ჩემი პროფესიული ტრანსფორმაციაც სწორედ იქ მოხდა. მაგრამ  ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით, როგორ მივედი თარჯიმნობიდან სასჯელაღსრულების სფეროს სპეციალისტობამდე. ახლა კი სარაზე უნდა გიამბოთ. სარა ყველაზე მხიარული, ბედნიერი, მზრუნველი, სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ადამიანია, ვინც კი ოდესმე მინახავს. გარდა იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია, მის კომპეტენციებში შედის საუკეთესო ხალხის მოგროვება, დაკავშირება და უძლიერესი სამეგობრო წრის შეკვრა. თითქოს ამაში არაფერია უჩვეულო და რთული მაგრამ ვთვლი, რომ ერთ-ერთი ფასდაუდებელი უნარია, რაც კი შეიძლება აღმოგაჩნდეს. სწრაფად გავუგეთ ერთმანეთს. ორივეს გვიყვარს ლუდი, გემრიელი კერძები, დღეების მხიარულად გატარება და რაც მთავარია ის საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებდით. ციხეში წასვლა დღესასწაულის ტოლფასი იყო ჩვენთვის. ბევრი კარგი პროექტი წამოვი...

რამ შემქმნა ფემინისტად?

Image
"ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის "ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარიაცია" და 1789 წლის 'ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია" იყო, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს.  მე-18 საუკუნე „განმანათლებლობის“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „რაციონალური  ადამიანი “ / „The man of reason” მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არაფრად ჩააგდეს იმ დროინდელი მოაზროვნეების ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად- ეს ინფორმაცია ვიკიპედიიდან გადმოვიტანე, რომ თეორიული, უფრო სწორად კი საჯარო განმარტება გამეცნო თქვენთვის (თუ აქამდე არ იცნობდით).  ფემინ...

ტროტუარები თბილისურად

Image
ბანალური თემის განხილვაზე გეპატიჟებით, მაგრამ მერწმუნეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებზე მსჯელობა, დისკუსია, დასკვნების გაკეთება, გამოსავლის ძიება და პოვნა!  ყოველდღიურობა იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს, ისეთი დაპროგრამებულია ჩვენი ქმედებები, რომ ხშირად სერიოზული პრობლემები ყურადღების მიღმა გვრჩება. რა არის ქალაქი? ვიკიპედია გვეუბნება: ქალაქი არის მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო,  სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს.  ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა.  ქალაქის იერის შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ადგილმდებარეობას, რელიეფს, პარკებს, სკვერებს, ბულვარებს, ეკლესიებს, კოშკებს, ანძებს და სხვა ობიექტებს. ე სე იგი რაო, ქალაქი არის ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მის იერს განსაზღვრავს ინფრასტრუქტურაო! ინფრასტრუქტურის ნაწილია გზები, ტროტუარები, პარკები, სკვერები, ბულვარები. თბილისში 2003 წლიდან ვცხოვრობ, ერთ-ერთ ...

ღვინის ფესტივალი

Image
ხალხმრავალ ადგილებში სიარული ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს. ჯერ კიდევ იმიტომ, რომ საცაა 39 წლის გავხდები და სტერეოტიპული მიდგომით მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი ღონისძიებები უნდა მხიბლავდეს. მაგრამ მე ხომ მთელი ცხოვრება ვებრძვი ჩარჩოებს, კლიშეებს, სტიგმებს. არაა იოლი საქმე მე და ჩემმა ღმერთმა 💪 13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი მერვედ გაიმართა მთაწმინდის იგივე ბომბორას პარკში, თბილისში. განსაკუთრებით მოვემზადეთ ამ დღისთვის. ლუკინო ბებოს და ბაბუს დავუტოვეთ, ზურგჩანთა ავავსეთ პლედებით, მოსაცმელებით, წყლით და ბოლოს ყელზე ჩამოვიკიდე ამ დღისთვის განკუთვნილი ატრიბუტი - ფეხიანი ღვინის სასმისი (ე.წ. ბოკალი) რომელსაც ფესტივალის ლოგო ამშვენებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიყენებ. ავტობუსით წავედით, მშვენიერი მზიანი ამინდი გამოვიდა. მალე მივუახლოვდით ბობმორას პარკს, სადაც ნიუ იორკს რომ შეშურდებოდა ისეთი საცობი დაგვხვდა. ბოლო გაჩერებამდე მისვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ ფეხით განვაგრძეთ გზა. მაგრამ სავალ ნაწილზე, რადგან ტროტუარი ოკუპირებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებით. პარკ...

ლუქს ტყუილი VS ლუქს ვერ მოტყუებული

Image
იცით რაზე უნდა მოგიყვეთ? ვითომ ჯადოსნურ გარემოზე, თოჯინებად ქცეულ გოგოებზე, ზომბებად გადაქცეულ პროფესიონალებზე, რომლებიც ვინ იცის და ექიმობაზე, ესთეტიური მედიცინის მუშაკობაზე ან სულაც პლასტიკურ ქირურგობაზე ოცნებობდნენ... აი, ხომ გქონიათ ის მომენტი, ტრანსპორტში რომ ზიხართ და სადაცაა თქვენს გაჩერებას მიუხლოვდება სამარშრუტო ტაქსი, ამიტომ იწყებთ მომზადებას: უნდა შეინახო მობილური, ამოიღო საფულე, ან იპოვო მეტრომანი, თანაც დაგეგმო სტრატეგიულად როგორ გადააბიჯო შენს გვერდით მჯდომს ისე, რომ არ გადაუარო ფეხზე ან სახეში არ მოარტყა ხელჩანთა და სწორედ ამ დროს ტელეფონზე გაისმის ზარი! სადღაც ჩაკვეხებულ ტელეფონს ძლივს პოულობთ და უცხო ნომერს დაუფიქრებლად პასუხობთ: -ალო.. -ქალბატონო ლიზა, მოგესალმებით,სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,იმედია კარგად ბრძანდებით,თქვენ მოხვდით ჩვენს VIP აქციაში და ექსკლუზიურად გადმოგეცათ ჩვენი ლუქს ბრენდის 1 დღიანი მომსახურება,ჩაგიტარდებათ სახის ლიფტინგი, მსუბუქი პილინგი............................................................................. 5 წუთიან ტექსტს ისე ...