Posts

Showing posts from April, 2020

კუს ტბის ამბები

Image
თითქმის ყოველ დილით ავდივართ მე და მაქსიმილიანი კუს ტბაზე. კუს ტბა ქალაქის ცენტრიდან არც ისე მოშორებული ადგილია, სადაც ხელოვნური ტბა, ტყის საფარი, ბულბულების ჭალა, ველო და საფეხმავლო ტრასა, მუნიციპალური სავარჯიშო სივრცე, ფასიანი ფრენბურთის მოედანი, სეზონური სცენა, სასეირნო ბილიკი და რამდენიმე კაფეა განთავსებული. კუს ტბის გარშემო ყველას თავისი ადგილი აქვს ნაპოვნი. მაგალითად, თბილისის კოლორიტებსა და ძველად ყველაზე პოპულარულ ტიპებს ფრიად სახარბიელო და სტრატეგიული ობიექტი აქვთ დაკავებული, ღია ვერანდიანი პატარა სახლური კაფე, რომელსაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს- ქეთი, ქეთო, ქეთუშა, რომელიც საოცარ ყავას ხარშავს! დილიდან ომახიანად ყვებიან ამბებს ტკბილი და რაც მთავარია ახალგაზრდული წარსულიდან, მზეს ეფიცხებიან, ნაოჭებს სიგარეტის კვამლში ფარავენ და თურქული ყავის არომატს აყოლებენ გარდასული დღეების სევდას. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, მტრობა დასრულებულია! ერთმანეთს ეფერებიან, ეარშიყებიან, ბოლო ხმით იცინიან და უცხოს არ იკარებენ. თითქოს საკრალური წრეა, სადაც "ახალის", "უ...