Posts

Showing posts from April, 2021

რა სწრაფად გადის დრო?!

Image
რა სწრაფად გადის დრო?! ყველაზე ბანალური და აქტუალური წინადადება დღევანდელობაში. და მართლაც, რა სწრაფად გასულა დეკემბრის 30-ს შემდეგ დღეები, კვირები, თვეები და მხოლოდ აპრილის დასაწყისში მოვაკითხე ჩემს მცირე თავშესაფარს. თავშესაფარი რა არის? ადგილი, სადაც ვიმალებით თუ ადგილი, სადაც თავს უფრო მყუდროდ და უსაფრთხოდ ვგრძნობთ? თუმცა, დღეს უსაფრთხო აღარსადაა, საკუთარ თავთანაც კი, მონასტერშიც კი, სადაც უსახლკაროდ დარჩენილ დედაოს, რომელმაც საკუთარი ხელით ააშენა მონასტერი, შიგნით არ უშვებენ?! ბლოგის გაკეთებას რომ ვგეგმავდი, მეგონა ყველაფერზე დავწერდი, მაგრამ ნურასუკაცრავად! ვერაფერზე ვეღარ ვწერ, აზრი დაეკარგა წერა-კითხვას, პროტესტს, ბრძოლას, ნიჰილიზმსაც კი!  საქართველოდან ბევრჯერ წავედი, დარჩენის შანსი ყოველთვის მქონდა, მაგრამ მუდამ უკან ვრბუნდებოდი. რაღაცნაირად, ვალდებულად ვგრძნობდი თავს, რომ ჩემი წვლილი შემეტანა ამ გასაცოდავებული ქვეყნის განახლებაში. ვცდილობდი და ვიმედოვნებდი რომ, თუ ჩემნაირად ბევრი იფიქრებდა, გადავარჩენდით საქართველოს. როდესაც დამოუკიდებლად პირველად დავტოვე ქვეყანა, მაშინა...