ჩემ შესახებ oh, me!

ბლოგის ამ ნაწილის შევსებისას "Nirvana"-ს პოპულარული სიმღერა 'Oh, me' გამახსენდა: 



ვინ ვარ მე?  მე ვარ ქალი, შვილი, დედა, ცოლი, და, შვილიშვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ძმისშვილი, რძალი, მამიდა, მეზობელი, მეგობარი, ნათლია, ნათლული, ნათესავი, საქართველოს მოქალაქე, ყოფილი 'პანკების დედოფალი', ისტორიას ჩაბარებული როკ ჯგუფი "მედპერსონალი"-ს წევრი, სიმღერის ავტორი "დამანებეთ თავი" :

   

"Discover Georgia"-ს დამფუძნებელი და ყოფილი გიდი, ასევე ისტორიას ჩაბარებული ქართული ფოლკლორული ანსამბლი 'მერცხალი'-ს მოცეკვავე და სოლისტიც კი, მთარგმნელი, პენოლოგი, ტრენერი, ფემინისტი, კოსმოპოლიტი, ალტრუისტი, მელომანი, გურმანი, კარგი კულინარი, მოყვარული ფოტოგრაფი, ამიერიდან ბლოგერი და უბრალოდ ბედნიერი ადამიანი 👧

ვწერ ყველაფერზე რაც მახარებს თუ მამწუხრებს. ვცდილობ, შევინარჩუნო ადამიანის სახე, დავიხვეწო, მეტ განვითარებას მივაღწიო, ჩემი და სხვების ცხოვრება უკეთესი გავხადო 💖

იკითხეთ და ისიამოვნეთ, გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება და კრიტიკა 💚💙💜💛

No comments:

Post a Comment