სპონტანური
ერთი ჩვეულებრივი პარასკევია თითქოს... გათენდა, ავდექით, ყველა თავის რუტინულ საქმეს აკეთებს, მე ყავის მოლოდინში, რომელსაც როგორც წესი ქმარი მიდუღებს (რაც კიდევ უფრო გემრიელ არომატს აძლევს ჩემს ამერიკანოს) თმაგაწეწილი დავბოდიალობ და ვცდილობ გამოვერკვე ბრილკადან. რომანი, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ, ნინო ხარატიშვილმა, გერმანულ ენაზე დაწერა და გამოაქვეყნა 2014 წელს და რომელიც მე ახლახანს შევიძინე და თავგამოდებით ვკითხულობ, ორი ღამე უკვე გავათენე, თუ თავისუფალი დროის მცირე მონაკვეთი გამომიჩნდება მყისვე ვუბრუნდები და ვკითხულობ დაუსრულებლად (1300 გვერდია). საოცარი ქალია, საოცრად წერს, სასტიკად აღწერს რეალურ ფაქტებს, დაუნდობლად ააშკარავებს ადამიანის ბნელ და დაუკოებელ ბუნებას, ამხელს სისტემას, რომელსაც ბევრი ჯერ კიდევ მისტირის ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ გენეტიკური, კოდირებული ცუდი თვისებების აღმოსაფხვრელად. მერვე სიცოცხლე (ბრილკას) ცალკე სტატიას იმსახურებს, მაგრამ რადგანაც ჯერ მხოლოდ 890-ე გვერდზე ვარ და არ ვიცი წინ კიდევ რამდენი თავგადასა...