წელიწადის ყველა დრო ძალიან მიყვარს, მაგრამ ზაფხული განსაკუთრებით. იმიტომ კი არა, რომ ცხელა, ზოგჯერ სუნთქვაც შეუძლებელია, დღეში ასჯერ უნდა დაიბანო და კოღოების შემოტევასაც უნდა გაუმკლავდე?! არამედ, იმიტომ რომ, ზაფხულში ხანგრძლივი არდადეგები და შვებულებაა, ყველაზე ცისფერი ცა და ზღვაა და ყველაზე უდარდელად შეგიძლია გაატარო დღეები, რომლებიც ასე თავდაუზაგოვად სწრაფად მიქრიან წინ 😊 წლევანდელი ზაფხული ალბათ ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება, როგორც თავისუფლების, სიცოცხლის ხალისის, სუფთა ჰაერის და ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება. კორონა გამოვლილებმა და მკაცრი შეზღუდვებისგან ბორკილებ ახსნილებმა, უმალ შავი ზღვისპირეთისკენ ავიღეთ გეზი და კვარიათის სანაპიროზე ჩავუშვით დროებითი ღუზა. არასდროს მინახავს სანაპირო ასეთი უკაცრიელი, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით. ეს ფაქტი ერთობლივად სევდიანიც იყო, მომხიბლავიც და მისტიკურიც. სევდიანი იმიტომ რომ, პანდემიამ, ანუ ხელოვნურმა ბარიერმა, უამრავი ადამიანი აიძულა უარი ეთქვა ზღვაზე. მომხიბლავი იმიტომ რომ, რაღაცნაირად ეგოის...
Comments
Post a Comment