პირდაპირობა VS პირფერობა
ესე იგი, პირდაპირი, ენამწარე, ხისტი, არადიპლომატიური და რა ვიცი კიდე რას არ უწოდებენ (გვიწოდებენ) ადამიანებს, რომლებსაც უყვართ (გვიყვარს) იმის თქმა/დაფიქსირება/აღიარება რაც არის!!!! პირადად მე, ბავშვობიდან გამოვირჩევი ენამახვილობით და ეს სულაც არაა ის თვისება, რომელიც პოპულარობისა და მასების სიყვარულის მოპოვებაში გეხმარება! თუმცა, ნამდვილ, სხარტ, გონებამახვილ და კრიტიკის მოყვარულ ადამიანებთან დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა! მოვლენების აღქმა და გააზრება ინდივიდუალურია, მაგრამ ვერსად გავექცევით საუკუნეების მანძილზე დატესტილ და ფესგვადგმულ შაბლონებს, რომლებსაც უპირობოდ ვეთანხმებით. ფილოსოფიურობა მახასიათებს, პროვოკაციურობაც. მიყვარს ტაბუდადებული თემების წამოწევა. გამოვირჩევი ისეთ თემებზე დისკუსიით, რომლებზეც თითქმის არავის უყვარს საუბარი და მითუმეტეს კამათი. არ ვერიდები სუბიექტურ შეფასებებს და უამრავი საიდუმლო ვიცი, რომელსაც მხოლო იმ შემთხვევაში გავთქვამ, თუ ფრჩხილებს დამაძრობენ (ახლახანს, ცხოვრებაში პირველად, რკინის კარში სალოკი თითი მოვიყოლე...