Posts

Showing posts from November, 2021

Happy birthday ირაკლი!

Image
გუშინ საღამოს დედაენის ბაღში გავისეირნეთ. დიდი სიხარული მომანიჭა სკეიტის მოედანმა. საუკეთესოდ განათებული, მოზარდებით და ახალგაზრდებით სავსე, მრავალფეროვანი სახეებით, ზოგს დრედებიანი თმა ჰქონდა, ზოგს ბევრი ტატუ, ზოეგიერთი გამორჩეულად უცნაურად ჩაცმული.  სკეიტებით და სხვადასხვა სასრიალო მოწყობილობებით აღჭურვილები, ისეთ სილაღეს და თავისუფლებას ასხივებდნენ, მინდოდა ყველას სათითაოდ ჩავხუტებოდი ❤  ჩემს მოზარდობაში ასეთი სივრცე სანატრელი იყო და საკუთარი თავი უნდა დაგეცვა განსხვავებული იმიჯის გამო! ახლა კი, რამდენიმე ქალაქში ხელმისაწვდომია მსგავსი საჯარო ადგილები და არავინ გამუნათებს იქ ყოფნისთვის ❤  დედაენის ბაღში დიდი ხანია არ ვყოფილვარ და მომინდა გასეირნება. გზად ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი შემომხვდა ❤ მახსოვს კრიტიკა ამ კონსტრუქციის მიმართ, მაგრამ მიზეზს ვერ ვხედავ, მართლაც შესანიშნავია. ირაკლის სხვადასხვა სახე, განათებით და თან როგორ ადგილას!  უმალ ამეკვიატა მისი ერთერთი ბრწყინვალე სიმღერა "I was born on Sunday morning when my daddy took a plane to India", ფოტოებიც გადავიღე ...