რამ შემქმნა ფემინისტად?
"ფემინისტური ხასიათის იდეები პირველად ძველ ჩინეთში გამოჩნდა, თუმცა მისი თეორიის ჩამოყალიბება მეთვრამეტე საუკუნეში დაიწყო. ამ თეორიის ჩამოყალიბების მთავარი ბიძგი 1776 წლის "ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარიაცია" და 1789 წლის 'ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია" იყო, რომლებიც განმანათლებლობის ეპოქის ოპტიმიზმს ასახავს. მე-18 საუკუნე „განმანათლებლობის“ ეპოქად არის მიჩნეული, თუმცა იმ ეპოქის მოაზროვნეები ცნებაში „რაციონალური ადამიანი “ / „The man of reason” მხოლოდ მამაკაცებს გულისხმობდნენ. ქალებმა არაფრად ჩააგდეს იმ დროინდელი მოაზროვნეების ვოლტერის, დიდროს, მონტესკიეს, რუსოს განსჯანი იმის თაობაზე, რომ ქალები არსებითად ემოციების ქმნილებები არიან და რომ მათ ბიოლოგიური თავისებურებების გამო არ შეუძლიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. სწორედ ეს ფაქტები მოიაზრება ფემინისტური აზროვნების ჩამოყალიბების მთავარ მიზეზად- ეს ინფორმაცია ვიკიპედიიდან გადმოვიტანე, რომ თეორიული, უფრო სწორად კი საჯარო განმარტება გამეცნო თქვენთვის (თუ აქამდე არ იცნობდით). ფემინ...