Posts

Showing posts from May, 2017

ტროტუარები თბილისურად

Image
ბანალური თემის განხილვაზე გეპატიჟებით, მაგრამ მერწმუნეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებზე მსჯელობა, დისკუსია, დასკვნების გაკეთება, გამოსავლის ძიება და პოვნა!  ყოველდღიურობა იმდენად შესისხლხორცებული გვაქვს, ისეთი დაპროგრამებულია ჩვენი ქმედებები, რომ ხშირად სერიოზული პრობლემები ყურადღების მიღმა გვრჩება. რა არის ქალაქი? ვიკიპედია გვეუბნება: ქალაქი არის მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო,  სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს.  ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა.  ქალაქის იერის შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ადგილმდებარეობას, რელიეფს, პარკებს, სკვერებს, ბულვარებს, ეკლესიებს, კოშკებს, ანძებს და სხვა ობიექტებს. ე სე იგი რაო, ქალაქი არის ადგილი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს და მის იერს განსაზღვრავს ინფრასტრუქტურაო! ინფრასტრუქტურის ნაწილია გზები, ტროტუარები, პარკები, სკვერები, ბულვარები. თბილისში 2003 წლიდან ვცხოვრობ, ერთ-ერთ ...

ღვინის ფესტივალი

Image
ხალხმრავალ ადგილებში სიარული ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს. ჯერ კიდევ იმიტომ, რომ საცაა 39 წლის გავხდები და სტერეოტიპული მიდგომით მშვიდი და ნაკლებად ხმაურიანი ღონისძიებები უნდა მხიბლავდეს. მაგრამ მე ხომ მთელი ცხოვრება ვებრძვი ჩარჩოებს, კლიშეებს, სტიგმებს. არაა იოლი საქმე მე და ჩემმა ღმერთმა 💪 13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი მერვედ გაიმართა მთაწმინდის იგივე ბომბორას პარკში, თბილისში. განსაკუთრებით მოვემზადეთ ამ დღისთვის. ლუკინო ბებოს და ბაბუს დავუტოვეთ, ზურგჩანთა ავავსეთ პლედებით, მოსაცმელებით, წყლით და ბოლოს ყელზე ჩამოვიკიდე ამ დღისთვის განკუთვნილი ატრიბუტი - ფეხიანი ღვინის სასმისი (ე.წ. ბოკალი) რომელსაც ფესტივალის ლოგო ამშვენებს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვიყენებ. ავტობუსით წავედით, მშვენიერი მზიანი ამინდი გამოვიდა. მალე მივუახლოვდით ბობმორას პარკს, სადაც ნიუ იორკს რომ შეშურდებოდა ისეთი საცობი დაგვხვდა. ბოლო გაჩერებამდე მისვლა შეუძლებელი იყო, ამიტომ ფეხით განვაგრძეთ გზა. მაგრამ სავალ ნაწილზე, რადგან ტროტუარი ოკუპირებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების კუთვნილი ავტომობილებით. პარკ...

ლუქს ტყუილი VS ლუქს ვერ მოტყუებული

Image
იცით რაზე უნდა მოგიყვეთ? ვითომ ჯადოსნურ გარემოზე, თოჯინებად ქცეულ გოგოებზე, ზომბებად გადაქცეულ პროფესიონალებზე, რომლებიც ვინ იცის და ექიმობაზე, ესთეტიური მედიცინის მუშაკობაზე ან სულაც პლასტიკურ ქირურგობაზე ოცნებობდნენ... აი, ხომ გქონიათ ის მომენტი, ტრანსპორტში რომ ზიხართ და სადაცაა თქვენს გაჩერებას მიუხლოვდება სამარშრუტო ტაქსი, ამიტომ იწყებთ მომზადებას: უნდა შეინახო მობილური, ამოიღო საფულე, ან იპოვო მეტრომანი, თანაც დაგეგმო სტრატეგიულად როგორ გადააბიჯო შენს გვერდით მჯდომს ისე, რომ არ გადაუარო ფეხზე ან სახეში არ მოარტყა ხელჩანთა და სწორედ ამ დროს ტელეფონზე გაისმის ზარი! სადღაც ჩაკვეხებულ ტელეფონს ძლივს პოულობთ და უცხო ნომერს დაუფიქრებლად პასუხობთ: -ალო.. -ქალბატონო ლიზა, მოგესალმებით,სასიამოვნო საღამოს გისურვებთ,იმედია კარგად ბრძანდებით,თქვენ მოხვდით ჩვენს VIP აქციაში და ექსკლუზიურად გადმოგეცათ ჩვენი ლუქს ბრენდის 1 დღიანი მომსახურება,ჩაგიტარდებათ სახის ლიფტინგი, მსუბუქი პილინგი............................................................................. 5 წუთიან ტექსტს ისე ...