Posts

Showing posts from 2020

მრავალ ახალ წელს!

Image
ჩამოვწერე წინა საახალწლო სურვილები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, ირიბად რეგიონთან და რასაკვირველია ყველა ჩვენგანთან. ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია იმ ცრუ კეთილდღეობაში ცხოვრება, რომელშიც ერის "წარმატებული", "მდიდარი", "ბედნიერი" ნაწილი ვცხოვრობთ. კეთილდღეობა მაშინაა თვალსაჩინო, როდესაც სახელმწიფო საზღვრები დაცულია, ქუჩაში სამათხოვროდ არ დგანან მოხუცები, ბავშვები, ქალები, როდესაც ჯანდაცვაზე ხელი მიუწვდება ყველას და პეტიციები, აქციები და სოციალური ქსელებით თანხის შეგროვება არ სჭირდება, იმისათვის, რომ სიცოცხლე გადაირჩინოს! როდესაც ყველა ბავშვს შეუძლია ხარისხიანი განათლების მიღება, როდესაც ყველა იძულებით ემიგრირებული პირი სახლში დაბრუნდება, როდესაც სამართალი შერჩევითი არ არის და ნებისმიერი რამის მიღწევა "ჩაწყობის" ან "ზემოდან" დარეკვის გარეშეა შესაძლებელი და კიდევ უამრავი რამ, რაც განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის ყოველდღიურობაა და არა ოცნება!  1. აღაიროს საქართველომ აფხაზეთი (სტატუსი მოსაძებნია) და დაიწყოს დევნილების დაბრუ...

ცოტა რამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ

Image
ივლისის თვეში, არასამთავრობო ორგანიზაციამ "საფარი"   საზაფხულო ონლაინ სკოლაში მიღება გამოაცხადა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების შესასწავლად. ბუნებრივია დავინტერესდი, დავწერე სამოტივაციო წერილი და CV-სთან ერთად გავგზავნე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ძალიან გამიხარდა, როცა დასტურის წერილი მივიღე პასუხად და პირველ სექტემბერს დავიწყე სწავლა ზუმის პლატფორმის მეშვეობით. ბევრი ჭკვიანი და საინტერესო საქმეს შეჭიდებული ქალი გავიცანი. ტრენერი კი, დიდი ცოდნისა და გამოცდილების მქონე ავსტრიელი პროფესორი ელიზაბეტ კლაცერი  გახლდათ, რომელიც ჩართული იყო აქტივიზმში, ლობირებასა და სწავლებაში ქალთა ეკონომიკური უფლებების გასაუმჯობესებლად.   ელიზაბეტი, ცოდნის გაზიარებესთან ერთად გვაძლევდა მოტივაციას და  გვაჩვენებდა საუკეთესო პრაქტიკებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, თუ როგორ შეცვალეს ქალებმა ან ზოგჯერ ერთმა ქალმა რეალობა  და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ონლაინ დისკუსიები ისე მიყავდა, რომ ახლებური პერსპექტივიდან დაგვენახა ისეთი საკითხები როგორიცაა: გენდერული ბ...

ამერიკა

Image
ამერიკაზე როდის ვოცნებობდი აღარც კი მახსოვს. თუმცა, იმ გრძნობას რა დამავიწყებს, როდესაც ამერიკის საელჩოდან გამოვედი პასპორტში უარით! ეს იყო 1998 წელს. ვისაც არ გახსოვთ იმათთვის დავწერ, რომ მაშინ საქართველოში ცხოვრება არ არსებობდა, ეს იყო ჯოჯოხეთი, ისეთი, როგორიც ყველაზე საშინელ წიგნშია აღწერილი და ზუსტად ისეთი, როგორიც ოდესმე გამოგივლიათ ან განგიცდიათ! მთელი ბავშვობა მოგზაურობაში გავატარე. კი, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, მაგრამ დედაჩემის დამსახურებით პრესტიჟულ ქართულ ხალხურ ანსამბლში ვცეკვავდით მე და ჩემი ძმა და თითქმის ყველა საბჭოთა ქვეყანა „ფეხის წვერებზე“ შემოვიარეთ! თინეიჯერობისას, როცა ხალხური ცეკვა კი არა ლუკმა პური და უსაფრთხო გარემო გახდა სანატრელი, გაქცევაზე დავიწყე ფიქრი და სად თუ არა ამერიკაში უნდა შეაფარო თავი, თავისუფლებამოწყურებულმა და სოციალისტური, დანგრეული, ტრანზიციაში მყოფი საზოგადოების ბედრკულმა წევრმა?! მოგეხსენებათ თაღლითები მრავლად აღმოცე ნდნენ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და მსგავსი სქემის მეშვეობით მეც მხვდა წილად ეგრეთ წოდებული „მოწვევა“, რომელიც ყოვე...

კმაყოფილება

Image
შემოდგომის თბილი საღამოა. ჩაქვში, სასტუმრო დრიმლენდ ოაზისის მეექვსე სართულის აივანზე ვზივარ და ზღვას ვაყურადებ. "ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი, რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა". მისტიკურ შუქიანი მთვარე  ლამპიონივით კიდია ცაზე. ვარსკვლავები არ ჩანან.  საქმეებს მოვრჩი, მშვიდად ვარ. არაფერი მადარდებს, გემრიელად ვივახშმე, ვიბანავე და სასტუმროს ქათქათა თეთრ ხალათში გავეხვიე. რა სასიამოვნოა აქ და ახლა ცხოვრებით ტკბობა! კმაყოფილი ვარ, სრული სისავსით განვიცდი მოახლოებულ 42 წელს! ჩემი თავით ბედნიერი ვარ და განა ბრიყვი, რომ უსასრულო თვითგანცხრომაში ჩავიძირო?! არა და არა! მაგრამ დგება მომენტი, როდესაც საკუთარ თავს ვანებივრებ და დღეს სწორედ ასეთი დღეა! მიზეზი? უამრავი, ჩამოთვლა შორს წამიყვანს, ამიტომ მოკლედ ვიტყვი. ვიმსახურებ საკუთარი თავით კმაყოფილებას, ვიმსახურებ ჩემს ირგვლივ აკუმულირებულ სიყვარულს და პატივისცემას, ახდენილ ოცნებებს და სიცოცხლის ხალისს.  საკუთარ თავს და მიღწევებს არ ვადარებ სხვებისას, არავის ვეტოლები, არ მშურს სხვების, მიზნად არ მაქვს აი, იმას რომ აქვს მეც ისეთი მ...

ზაფხული

Image
წელიწადის ყველა დრო ძალიან მიყვარს, მაგრამ ზაფხული განსაკუთრებით. იმიტომ კი არა, რომ ცხელა, ზოგჯერ სუნთქვაც შეუძლებელია, დღეში ასჯერ უნდა დაიბანო და კოღოების შემოტევასაც უნდა გაუმკლავდე?!  არამედ, იმიტომ რომ, ზაფხულში ხანგრძლივი არდადეგები და შვებულებაა,  ყველაზე ცისფერი ცა და ზღვაა და ყველაზე უდარდელად შეგიძლია გაატარო დღეები, რომლებიც ასე თავდაუზაგოვად სწრაფად მიქრიან წინ 😊 წლევანდელი ზაფხული ალბათ ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება, როგორც თავისუფლების, სიცოცხლის ხალისის, სუფთა ჰაერის და  ადამიანებთან ურთიერთობის ბედნიერება. კორონა გამოვლილებმა და მკაცრი შეზღუდვებისგან ბორკილებ ახსნილებმა, უმალ შავი ზღვისპირეთისკენ ავიღეთ გეზი და კვარიათის სანაპიროზე ჩავუშვით დროებითი ღუზა.   არასდროს მინახავს სანაპირო ასეთი უკაცრიელი, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით. ეს ფაქტი ერთობლივად სევდიანიც იყო, მომხიბლავიც და მისტიკურიც. სევდიანი იმიტომ რომ, პანდემიამ, ანუ ხელოვნურმა ბარიერმა, უამრავი ადამიანი აიძულა უარი ეთქვა ზღვაზე. მომხიბლავი იმიტომ რომ, რაღაცნაირად ეგოის...

კუს ტბის ამბები

Image
თითქმის ყოველ დილით ავდივართ მე და მაქსიმილიანი კუს ტბაზე. კუს ტბა ქალაქის ცენტრიდან არც ისე მოშორებული ადგილია, სადაც ხელოვნური ტბა, ტყის საფარი, ბულბულების ჭალა, ველო და საფეხმავლო ტრასა, მუნიციპალური სავარჯიშო სივრცე, ფასიანი ფრენბურთის მოედანი, სეზონური სცენა, სასეირნო ბილიკი და რამდენიმე კაფეა განთავსებული. კუს ტბის გარშემო ყველას თავისი ადგილი აქვს ნაპოვნი. მაგალითად, თბილისის კოლორიტებსა და ძველად ყველაზე პოპულარულ ტიპებს ფრიად სახარბიელო და სტრატეგიული ობიექტი აქვთ დაკავებული, ღია ვერანდიანი პატარა სახლური კაფე, რომელსაც მხოლოდ ერთი თანამშრომელი ჰყავს- ქეთი, ქეთო, ქეთუშა, რომელიც საოცარ ყავას ხარშავს! დილიდან ომახიანად ყვებიან ამბებს ტკბილი და რაც მთავარია ახალგაზრდული წარსულიდან, მზეს ეფიცხებიან, ნაოჭებს სიგარეტის კვამლში ფარავენ და თურქული ყავის არომატს აყოლებენ გარდასული დღეების სევდას. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია, მტრობა დასრულებულია! ერთმანეთს ეფერებიან, ეარშიყებიან, ბოლო ხმით იცინიან და უცხოს არ იკარებენ. თითქოს საკრალური წრეა, სადაც "ახალის", "უ...

ფიქრები კორონობის ჟამს

Image
მესამე კვირაა უცნაურ რეალობაში იმყოფება მსოფლიო და რასაკვირველია მეც. რამდენიმე დღეა ტელევიზორსა თუ სოციალურ მედიაში გაგონილ/წაკითხულ ფრაზებს, იდეებს, წინადადებებს, ხუმრობებს ვაგროვებ თავში და ვცდილობ ერთი კარგი გემრიელი კონა გავაკეთო.  ყველაზე მეტად ამ სტატიისთვის გამიჭირდა სათაურის შერჩევა, მრავალფეროვანი არჩევანის გამო. ესეც ვარიანტები: "სიყვარული კორონა ვირუსის დროს", "იუმორი გადაგვარჩენს", "ღვარძლიანები VS ხალისიანები", "ოჯახური ცხოვრება", "ფიქრები იზოლაციის ჟამს", "შენიღბული სიმართლე", "ნეტარ არიან მორწმუნენი" და კიდევ უამრავი ვერსიის მისადაგება შეიძლება ამბებზე, რომელიც უწყვეტად მოედინება ყველა ელექტრონული მოწყობილობიდან 29 თებერვლიდან მოყოლებული.  2020 წლის 29 თებერვალს გამოგვიცხადეს, რომ 9 მარტის ნაცვლად საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტს დაიწყებოდა და ასე დაედო სათავე საყოველთაო იზოლაციას საქართველოში.  ქრონოლოგიურად აღარ მივყვები მოვლენებს, თქვენც კარგად იცით ვინ, როდის და საიდან დაბრუნდა, ვინ რამ...

სპონტანური

Image
ერთი ჩვეულებრივი პარასკევია თითქოს... გათენდა, ავდექით, ყველა თავის რუტინულ საქმეს აკეთებს, მე ყავის მოლოდინში, რომელსაც როგორც წესი ქმარი მიდუღებს (რაც კიდევ უფრო გემრიელ არომატს აძლევს ჩემს ამერიკანოს) თმაგაწეწილი დავბოდიალობ და ვცდილობ გამოვერკვე ბრილკადან. რომანი, რომელიც ჩვენმა თანამემამულემ, ნინო ხარატიშვილმა, გერმანულ ენაზე დაწერა და გამოაქვეყნა 2014 წელს და რომელიც მე ახლახანს შევიძინე და თავგამოდებით ვკითხულობ, ორი ღამე უკვე გავათენე, თუ თავისუფალი დროის მცირე მონაკვეთი გამომიჩნდება მყისვე ვუბრუნდები და ვკითხულობ დაუსრულებლად (1300 გვერდია).  საოცარი ქალია, საოცრად წერს, სასტიკად აღწერს რეალურ ფაქტებს, დაუნდობლად ააშკარავებს ადამიანის ბნელ და დაუკოებელ ბუნებას, ამხელს სისტემას, რომელსაც ბევრი ჯერ კიდევ მისტირის ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ბევრი უნდა ვიმუშაოთ გენეტიკური, კოდირებული ცუდი თვისებების აღმოსაფხვრელად. მერვე სიცოცხლე (ბრილკას) ცალკე სტატიას იმსახურებს, მაგრამ რადგანაც ჯერ მხოლოდ 890-ე გვერდზე ვარ და არ ვიცი წინ კიდევ რამდენი თავგადასა...