რა პატარაა მსოფლიო. მოკლე დიალოგის მერე წიგნის კითხვა დავიწყე. ამ წიგნზე ცალკე მოვყვები, განსაკუთრებულია და იმიტომ. 4 საათში ლივერპულში შევედით. სანამ ახალი მგზავრებით აივსებოდა ავტობუსი, ჩამოვხტი და რამდენიმე ფოტო გადავიღე.
ლივერპულის ჰაერიც ჩავისუნთქე.კმაყოფილი დავუბრუნდი ჩემს სავარძელს და ვფიქრობ, ის 4 ბიჭიც ამ ჰაერს სუნთქავდა, მსოფლიო რომ შეცვალეს. საოცარი შეგრძნებაა. მგონია, რომ საცაა ოთხივე ერთად გამოივლის, გრძელი თმებით, 'შლაქსებში, როლინგებში და პიჯაკებში' გამოწყობილები. გამახსენდა, 25 წლის წინ რა მონდომებით ვცდილობდი 'ამეწყო' ფორტეპიანოზე
'when I find myself in times of trouble mother Mary comes to me, speaking words
of wisdom, let it be'