ალბათ, ყველა ადამიანს სჭირდება შთაგონება! რისთვის? გამოსაფხიზლებლად, გონზე მოსასვლელად, გადადებული საქმეების გასაკეთებლად, ლექსების დასაწერად, ან უბრალოდ იმისთვის, რომ აღმოაჩინოს საკუთარი თავი, ხელახლა....
დღეს დილიდან მუსიკას ვუსმენ, ნაირნაირს, აკუსტიკურს, სტუდიურ ჩანაწერს, ცოცხლად შესრულებულს და ვფიქრობ, რა არის ჩემთვის შთაგონების წყარო? ადამიანები, ურთიერთობები, ის გრძნობები, რომლებსაც მიმოვცვლით ერთმანეთში....
რამდენიმე დღის წინ შევიკრიბეთ ძალიან ძველი, უძველესი მეგობრები. ეს იყო ნამდვილი სიმეგობრობიზმადობიზაცია💜💛💚💙 იცით რას ნიშნავს ეს სიტყვა? ლაშამ გამოიგონა და წარმოსათქმელად სულაც არაა იოლი! თუმცა, ეს არცაა ამ სიტყვის დანიშნულება. სიმეგობრობიზმადობიზაცია უნდა შეიგრძნო და ჩვენ, უხსოვარი დროიდან დამეგობრებულებმა, იმ საღამოს ვიგრძენით მისი ძალა და მადლი.

ბევრი ვიცინეთ, ცოტა ვიღლაბუცეთ, ზოგმა დავლიეთ, რამდენიმე ფხიზელი გონებით უთვალთვალებდა განვლილ 15, 19, თუ 23 წელს... როგორ გავზრდილვართ, დავჭკვიანებულვართ,დავოჯახებულვართ, დავსახლებულვართ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში...
არ მჯეროდა, ნუთუ მართლა ამდენი წელი გავიდა? რა პატარა ვყოფილვარ მაშინ, როცა ამ ადამიანებთან მეგობრობა დამიწყია... უამრავი რამ ვისწავლე მათგან, უამრავი ამბავი გადაგვხდენია თავს! ჩვენ ვიყავით ქართულ, ტრადიციულ ოჯახებში აღზრდილი ამბიციური, პროგრესულად მოაზროვნე, მუსიკის, ხელოვნების, ლიტერატურის სიყვარულით შეპყრობილი, ცვლილებებს მოწყურებული ახალგაზრდები (ძველგაზრდებიც), რომლებიც ერთ პატარა ოთახში ვეტეოდით და ვქმნიდით ალტერნატიულ კულტურას იატაკქვეშეთიდან.
ამაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად დავწერ, ახლა კი შთაგონებული იმით, რომ გრძნობები არასდროს ქრებიან, რომ ადამიანები, რომლებიც გვიყვარდა, მუდამ გვეყვარება, რომ ერთმანეთის გარეშე საშინლად მოსაწყენი იქნებოდა არსებობა, რომ არ გჭირდება ბევრი ძალისხმევა იმისათვის, რომ გაგიგონ, მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ, რომ დრო გადის, სიმეგობრიმიზმადობიზაცია კი არასდროს მიგატოვებს, დაგემშვიდობებით <3
No comments:
Post a Comment